რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს – მომუშავე პერსონალი მძევლად აიყვანეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს – მომუშავე პერსონალი მძევლად აიყვანეს.  აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი, მიხაილ პოდოლიაკი.

“სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის წავაგეთ. ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, ბირთვული ნარჩენების საწყობის მდგომარეობა უცნობია.  ეს ახლა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის არამედ მთელი ევროპისთვის.” – თქვა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერდა, რომ თუ რუსი სამხედროები მოახერხებენ და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დაიკავებდნენ ეს იქნებოდა ომის გამოცხადება მთელი ევროპისთვის.