რუსული დაზვერვა და კონტრდაზვერვა მოშლილია, ვერ “შეამჩნიეს” უკრაინული კომბინირებული სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია – რუსლან შავაძე

“რუსული დაზვერვა და კონტრდაზვერვა სრულიად მოშლილია, მათ ვერ “შეამჩნიეს” უკრაინული კომბინირებული სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია ხარკოვის ოლქის მიმართულებაზე” – აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე. ანალიტიკოსი ასევე იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ როგორ გადავიდა, უკრაინის არმია მანევრული ომის წარმოების სტრატეგიიდან, ფართომასშტაბიან შეტევებზე.

რუსლან შავაძე ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინელების მიერ, ”ხარკოვის გარღვევა საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში აუცილებლად შევა”.

”უკრაინის შეარაღებული ძალების ელვისებურმა კომბინირებულმა კონტრშეტევებმა(რომელიც საოკუპაციო სამხედრო დანაყოფების ფართომასშტაბიან დევნაში გადაიზარდა) ხარკოვის ოლქში ფრონტის პერიმეტრის უდიდეს ნაწილზე რუსული თავდაცვითი პოზიციები გაარღვია…

ფრონტის ხაზები ჩამოშლილია კუპიანსკსა და ლიმანში, უკრაინის არმია უკავებს პოზიციებს ამ ორი ქალაქის სრულად გასაწმენად, იზიუმში ოკუპანტების 2 საარმიო კორპუსის ნაწილები(დაახლოებით 7-8 ათასი ჯარისკაცი) ალყაში არიან და ჯერ კიდევ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ…

უკრაონის არმია ავითარებს შეტევას კოდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური კვანძისაკენ ვოვჩანსკისაკენ ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით ბელგოროდის საზღვართან…

უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილები ქალაქ ლისიჩანსკის მისადგომებთან გამოჩნდნენ ლუჰანსკის ოლქში, რამდენიმე დღის წინ მდინარე სევერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროზე უკრაინული სამხედროების მიერ პლაცდარმის დაკავების შემდგომ კონტრშეტევები განავითარეს ლიმანსა და ლისიჩანსკის მიმართულებით…

 

უკრაინული არმიის დანაყოფები ლისიჩანსკთან გამოჩდნენ ქალაქის მისადგომებთან მიმდინაორებს ბრძოლები…

ხარკოვის გარღვევა საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში აუცილებლად შევა თუმცა ის რაც ხდება აღმოსავლეთის ფრონტზე იმდენად წარმატებულია რომ მანევრული ომის წარმოების სტრატეგიიდან უკრაინის არმია ფართომასშტაბიან შეტევებზე გადავიდა გარკვეულ მიმართულებაზე, ამის გამომწვევი მიზეზებია:

1)ხერსონის ოლქში უკრაინის არმიამ ეტაპობრივად მიიზიდა რუსული სამხედრო დამაყოფები, ხერსონის ფრონტის მიამრთულებაზე მუდმივი ტაქტიკური მანევრებით, არაერთხელ ავღნიშნე ხერსონის ოკუპანტებისათვის აქილევსის ქუსლია, დღეს რაც ხარკოვის ოლქში ხდება სწორედაც რომ უკრაინის არმიის ხერსონის ოლქში სწორი ტაქტიკური მანევრებით არის განპირობებული, რუსებმა მოაშიშვლეს ფრონტის სხვა მიმართულებები და უკრაინის არმიამ მანევრული ომის სტრატეგიის გამოყენებით რუსებისათვის მოულოდნელად მაღალი ტემპით კომბინირებული კონტრშეტევებით დაარტყეს იქ სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი რუსებისათვის…

2)ერთი თვის წინ რუსეთის გენშტაბმა იზიუმი-ბალაქლეას მიმართულებიდან გადაისროლა 10 ბატალიონის ტაქტიკური დაჯგუფება, რომლებიც მელიტოპოლი-ხერსონის მიმართულებაზე გადაანაწილეს ნაწილი კი დონეცკის ოლქში ბახმუტი-ავდეევკას მიმართულებაზე გადაისროლეს…

3)კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსებისათვის დიდი ხნით სტატიკურ თავდაცვაში ყოფნა მათ დემორალიზაციას აღრმავებს, ოკუპანტებს არ შეუძლია ხანგრძლივი თავდაცვითი ომი აწარმოოს ეს ნათლად გამოჩნდა უკრაინის ომის დროს, გამომდინარე აქედან რუსების მასობრივად ტყვედ ჩავარდნა ხარკოვის ოლქში მოულოდნელი არ ყოფილა…

4)რუსული დაზვერვა და კონტრდაზვერვა სრულიად მოშლილია, მათ ვერ “შეამჩნიეს” უკრაინული კომბინირებული სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია ხარკოვის ოლქის მიმართულებაზე(ბუნებრივია ეს მოკლე დროში ვერ მოხდებოდა)…უკრაინის არმია ფლობს სრულ სადაზვერვო ინფორმაციას, კარგად მოახდინა უკრაინის გენშტაბმა ადაპტირება საბრძოლო ველზე შექნმილ ვითარებასთან და სწორი და ეფექტური კომტრეშეტევები დადგემა რაც ბუნებრივია გამართული ლოჯისტიკური მომარაგების მეშვეობით განხორციელდა…

უკრაინის არმია ვოვჩანსკში შევიდა რუსებმა პოზიციები მიატოვეს.
უკრაინის არმიის ცალკეულმა სამხედრო დანაყოფებმა კონტრშეტევები განვითარეს ზაპოროჟიის ოლქში ვოლნოვოხას მიმართულებაზე…