რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

თითქმის 2 საათია ადგილზე იმყოფებიან, მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

საკანონმდებლო ორგანოში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.