რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვას ტერიტორიაზე ჩამოვარდა

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშისას, რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვას ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მომხდარი, მოლდოვას მთავრობამ დაგმო და განაცხადა რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას  გამართლება არაქვს.

“მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პოლიტიკური, ისტორიული და მორალური გამართლება არ არსებობს.” – თქვა მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

მან ასევე დაგმო მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენულობის უპატივცემულობა და აღნიშნა, რომ მოლდოვის საჰაერო სირვცე დაირღვა ბრიჩენის რაიონში, ქალაქ ლარგას მიდამოებში.

დღეს, 14 იანვარს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპროში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.