“რუსული რეგიონებია და ის იქ იქნება” – კრემლი აცხადებს, რომ პუტინი დონბასს ეწვევა

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აუცილებლად ეწვევა დონბასს. აღნიშნულ ინფორმაციას, TACC-ი ავრცელებს. პესკოვი არ აკონკრეტებს პუტინის დონბასში ჩასვლის ზუსტ თარიღს.

“ჯერჯერობით, კონკრეტული გეგმები არ არსებობს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ დადგება დრო, როდესაც პუტინი მოვა დონბასში, რა თქმა უნდა. ეს არის რუსეთის რეგიონები და ის იქ იქნება”, – თქვა კრემლის სპიკერმა.