რუსულმა არმიამ ოთხ მიმართულებაზე ზარალი განიცადა – გენშტაბის განცხადება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზარალი 4 მიმართულებით განიცადეს. კერძოდ, სლობოჟანსკის, იზიუმის, დონეცკის და ტაურიდის მიმართულებით.

“სლობოჟანსკის მიმართულებით მტერმა ნაღმტყორცნებიდან ესროლა თავდაცვის ძალების პოზიციებს. ასევე, რუსმა დამპყრობლებმა დანაკარგები განიცადეს სტარი სალტოვის დასახლების მიდამოებში”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით მტერი ცდილობდა შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, განიცადა დანაკარგები ცოცხალი ძალითა და ტექნიკით.

“დონეცკისა და ტაურიდის მიმართულებით მტერი ცდილობდა სრული კონტროლის დამყარებას რუბიჟნესა და პოპასნაიას დასახლებებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და ასევე განიცადა ზარალი“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გარდა ამისა, დამპყრობლებმა წარუმატებლად განახორციელეს თავდასხმითი ოპერაციები ოზერნოესა და მარინკას დასახლებების მიდამოებში.