რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს “არმიაზე ფეიკების გავრცელებისთვის“ 8.5 წელი მიუსაჯეს

პოლიტიკოს ილია იაშინს (რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნის  აგენტად აღიარებული) 8.5 წელი მიესაჯა,  სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით იმ სტრიმინგის გამო, რომლის დროსაც მან ისაუბრა  მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე ბუჩაში.

პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსი „განზრახ ცრუ ინფორმაციას“ „პოლიტიკური სიძულვილის“ ნიშნით ავრცელებდა, თუმცა „იცოდა“, რომ რუსეთი „მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“ ატარებდა ზომებს.

პოლიტიკოსი ივლისის შუა რიცხვებში დააკავეს, პროკურატურა მისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. იაშინი დანაშაულს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მან სტრიმისას მოიყვანა უკრაინის პოზიცია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია და დამოუკიდებელი ჟურნალისტების ანგარიშები.