სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს ღარიბაშვილი მოაღებს პირს და ლაპარაკობს იმავეს – ბასილაია

”სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს ღარიბაშვილი მოაღებს პირს და ლაპარაკობს იმავეს”  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ, სააკაშვილთან შეხვედრები ყველასთვის სმენადი და ხილვადია.

“პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე, კომუნიკაციის ფარულობის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს იმავეს.

ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რწმუნება იმის, რომ იქ დამონტაჟებულ “შტეფსელებში” არის მოსასმენი აპარატურა. აბა, ახლა იქ IT ოთახი არ არის, ხო? 4 “შტეფსელია” შეხვედრების ოთახში. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი არ იყოს და გასაგები საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი. რიგ შემთხვევებში, ჩვენ ფურცელზე ვწერთ გარკვეულ ტექსტს ისე, რომ კამერების თვალთახედვის არეში არ მოხვდეს და ვახდენთ ამ ტექსტის გადაწოდებას მიხეილ სააკაშვილისთვის”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.