სააკაშვილისთვის პრინციპულია, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას დაესწროს – გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე დასწრება სურს.

“2 დეკემბერს, არ მეშლება მე მგონი, არის ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა და მისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ ამ საქმეს დაესწროს. ვიმედოვნებთ, რომ არავითარი შეფერხება ამ მიმართულებით არ იქნება. ეს არის, რისი თქმაც მინდა, დანარჩენი მიხეილ სააკაშვილმა დღეს თვითონ ილაპარაკა მე მგონი საუკეთესოდ, რაც კი შესაძლებელი იყო”,– თქვა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

დღეს მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.