სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას დედა სიდონიაც შეუერთდა

ფოტო: რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უერთდება დედა სიდონიაც. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

“ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს! არ შეიძლება დაუსრულებლად წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდეთ! წავიდნენ ისინი, და სხვა რეალობასა და პრობლემებში ვართ დღეს! წინ უნდა ვიყუროთ, წინ!”,- წერს დედა სიდონია.

პეტიციას ხელი მოაწერეს მეუფე მელქისედეკმა, მეუფე ნიკოლოზმა და მიტროპოლიტმა იოსებმაც.