სააკაშვილის კალიუმის მონაცემი 2.6-ია – ეს ინფარქტის წინაპირობაა — ხერხეულიძე

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილისთვის განწირულია, რადგან ის არ იმყოფება საავადმყოფოში.

“მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად განწირულია სიკვდილისთვის, მის გამძლეობაზე მუშაობენ და უცდიან, როდემდე გაძლებს. ზოგადი სურათი ასეთია – მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება საავადმყოფოში და ვერ იღებს ელემენტარულ სამედიცინო სერვისს, რაც ჰქონდა რუსთავში. ხელისუფლება ნაცარს აყრის თვალში საზოგადოებს და ეუბნება, რომ მანდ სამკურნალოდ ჰყავთ გადაყვანილი.

კალიუმის მონაცემები არის საგანგაშო. 2.8 უკვე არის საგანგაშო და მიხეილ სააკაშვილს აქვს 2.6. ეს არის ინფარქტის წინაპირობა და მარტოა ადამიანი, დახმარების გარეშე და უცდის განაჩენს. ეს არის რეალური სურათი ის არის სასწრაფოდ გადასაყვანი მულტიპროფილურ კლინიკაში”,– ამბობს ხერხეულიძე მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 44-ე დღეა შიმშილობს.