სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია – მარიამ ჯიშკარიანი

“სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში. “- ამის შესახებ, ცენტრ ”ემპათიას” ხელმძღვანელმა  მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯიშკარიანმა  გლდანის ციხის საავადმყოფო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

“სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ პაციენტის ეს მდგომარეობა მართული იყოს. შესაბამისად აუცილებელია გადაყვანა. ჩვენს ექიმებს არ მიეცათ საშუალება რომ შეემოწმებინათ სააკაშვილი. მხოლოდ მე შევამოწმე და ენდოკრინოლოგმა. არის ცერებროორგანული დისფუნქცია. ამჟამადაც არის გამოხატული ამის ნიშნები. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, საჭიროებს ისეთ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს – როგორიც არის MRI, სამი ტესლა აპარატზე. აქ სიტუაციას ვერ ფლობენ ექიმები”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.