სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად ელენე ხოშტარია შიმშილობას არ წყვეტს

მიხეილ სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად, პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობას არ წყვეტს. მიზეზად ხოშტარია საკუთარ მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს რომ შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

“გონივრული გადაწყვეტილებაა რომ მიხეილ სააკაშვილი  ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ყველასთვის შექმნა შესაძლებლობა რომ გამოვიდეთ ამ კრიზისის უმწვავესი ფაზიდან, მეტნაკლებად ზიანის გარეშე. სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, გადადგა ეს ნაბიჯი და მან ჩამოაყალიბა მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით. მადლობა მიხეილს ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის, მესმის და მეც ასე მოვიქცეოდი. მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითიებით მე გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით რომ  მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს კიდევ ერთხელ კონკრეტული გარემოებებით, სტრასბურგის მოთხოვნით და სააკაშვილის კომპრომისით “ოცნების” ხელშია საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში მე შიმშილობას არ შევწყვეტ”- აცხადებს ელენე ხოშტარია.