სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული – კარლ ჰარცელი

“მთავარ საკითხად რჩება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული”- ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ელჩმა.