“გამორიცხულია, ვინც არ უნდა ითხოვოს, ან მოითხოვოს და ა.შ., რომ საქართველოს კანონი აღარ აღსრულდეს ბოლომდე…იგივე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც. მას აქვს შეფარდებული კონკრეტული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ეს სასჯელი ბოლომდე უნდა აღსრულდეს. ვერავითარი ანა ფოტიგები და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ამას ვერ შეცვლიან, რადგან საქართველოში კანონის უზენაესობა იქნება დაცული.

რაც შეეხება კონკრეტულ ლობისტებს, ჩვენ მიჩვეული ვართ ერთი და იგივე გვარებს – ფოტიგა და ა.შ. ერთი და იგივე გვარები გვესმის 2011 წლიდან მოყოლებული, ვინც იცავდა ნაცმოძრაობას. მუდმივად ცდილობდნენ ხელი დაეფარებინათ კრიმინალებისთვის ქართულ პოლიტიკაში. დამთავრდა! ამას დაესვა წერტილი! გამორიცხულია, ვინმეს ეს გაატაროს”

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.