სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა – ხერხეულიძე

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ საქართელოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია,  პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვნად ჩაერთოს. ამის შესახებ მან გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

“მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რაც მისი ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და აქედან გამომდინარე, ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი.თავისთავად, პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ”, – თქვა ხერხეულიძემ.