სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლაში დახმარებაში ბრალდებული ოთხივე პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართომ 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა.