”არაერთხელ მითქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მე ყოველნაირად და ყოველდღიურად დიდი ყურადღებით ვარ, ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის. ამდენად, ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან სხვადასხვა კონსილიუმს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა.  მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის, საზღვარგარეთაც მითქვამს და დახურულ შეხვედრებშიც, რომ თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული, მე ეს არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია დღემდე და არც ვარ ექსპერტი, რომ მე ასეთი დასკვნა დავდო. დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება. თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოზე და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტს ორ მიმართულებით, ერთი ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის და მეორე, სასამართლო ამით მოგვცემს გარანტიას, რომ ის არის დამოუკიდებელი. რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. ამის სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს.”

აცხადებს  საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ექსპერეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე  საუბრისას.