“რა თქმა უნდა, იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი და ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა, როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი, ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი.

ძალიან მარტივადაა საქმე, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე, თუ ის რეალურად შიმშილობს ამაზეც ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმეგებლი. აქედან გამომდინარე სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვიღაც კლავს სააკაშვილს, ესეც შეუძლიათ თავისთვის შეინახონ”

განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.