სააკაშვილი გორში გადაყვანის წინააღმდეგი არაა, აქვს ერთი ტექნიკური პირობა – ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი გორში გადაყვანის წინააღმდეგი არაა, აქვს ერთი ტექნიკური პირობა – განაცხადა, ენმ-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ. როგორც ხერხეულიძე აცხადებს, სააკაშვილის პირობასთან დაკავშირებით კომენტარს, მისი ადვოკატი ნიკა გვარამია სულ ცოტა ხანში გააკეთებს.

“ის განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავისთავად სურს მას, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომლებიც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას”. – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.