სააკაშვილი დევნილია და არა ძებნილი – გრიგოლ ვაშაძე

“სააკაშვილი დევნილია და არა ძებნილი “- ასე ეხმაურება, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, “ოცნების” მიერ მიხეილ სააკაშვილის ძებნილად მოხსენიებას, “მთავარი არხის” ეთერში.

ტერმინი “ძებნილი”, რომელსაც იყენებს ე.წ. “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, არასწორია – სააკაშვილი არ არის ძებნილი ინტერპოლის მიერ. მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გამო აღძრულ საქმეებს კი ჩვენმა მოკავშირეებმა მისცეს უკიდურესად მკაცრი შეფასებები. საქმეთა მტკიცებულებები, მოწმეები და განაჩენი სრულიად არ შეესაბამებოდა იმ ბრალდებებს, რომლებიც სააკაშვილს ჰქონდა წაყენებული. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის დევნილია, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.