იმ შემთხვევაში თუ “ნაციონალური მოძრაობა” თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს გვარებს: სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი, მისაღები იქნება თუ არა “ევროპული საქართველოსთვის” ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება? – “ღამის კურიერის” ეთერში კითხვას “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ უპასუხა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.
“როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად.
იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, მაგრამ საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები.
დიახ, პიროვნების როლი პარტიაში იყო ერთ-ერთი თემა, რის გამოც ჩვენ გვქონდა მაშინ განსხვავებული ხედვა,” – განმარტა დავით ბაქრაძემ.
“საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “ცესკო-ს” მონაცემების თანახმად შეძლებს მოსვლას იმ რაოდენობით, რომ არ დასჭირდეს კოალიციაში არავისთან შესვლა, აღიარებს თუ არა ასეთ არჩევნებს “ევროპული საქართველო?” – დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება სურთ, თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება “ევროპული საქართველო” ხალხის ნებას დაემორჩილება და არჩევნების შედეგებს აღიარებს.