სააკაშვილი მშვიდად ცხოვრობდა 500-მილიონიან სასახლეში, როცა მოსახლეობას ჯერ კიდევ მძიმე გასაჭირი აქვს – ღარიბაშვილი

სააკაშვილი მშვიდად ცხოვრობდა თავის 500-მილიონიან სასახლეში, მაშინ, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე გასაჭირი აქვს –  ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

”იმაზე მესაუბრეთ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ათასობით ადამიანს ართმევდა ბიზნესს, სახლებს და უნადგურებდა ოჯახებს. რაზეა საერთოდ საუბარი? რომელ მთავრობის შენობაზე მესაუბრებით? მთავრობის სახლი არსებობს თბილისში. თქვენ ხომ კარგად იცით, ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ აქციებისგან იყო დაღლილი სააკაშვილი, თქვენი ბელადი. მშვიდად ცხოვრობდა თავის 500 მილიონიან სასახლეში, მაშინ, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე გასაჭირი აქვს. ეს არის განსხვავება. კაცმა მილიარდი გადაიხადა სამ შენობაში. ქუთაისში პარლამენტის შენობა, მთავრობის სასახლე თბილისში და მთავრობის სახლი ქუთაისში. მილიარდი ევროს პროექტი განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ამით შექმნა უნიკალური ევროპული ტიპის უნივერსიტეტი“,-აცხადებს პრემიერი.