სააკაშვილი სუსტადაა, მაგრად მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე – ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მან დღეს შეძლო შეხვედრების ოთახში ჩასვლა.

მისივე თქმით, სუსტად ყოფნის მიუხედავად, ექსპრეზიდენტი მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს.

“მითხრეს, რომ არავითარი კოვიდი იქ არ ყოფილა, ვიმეორებ იმას, რაც მითხრეს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს შეძლო ჩამოსვლა ქვემოთ და შემხვდა პაემნების ოთახში. გუშინ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა. რამდენადაც ვიცი, ხვალ იგეგმება კონსილიუმის ჩამოყალიბება უფრო ფართო ბაზაზე. ალბათ, ეს იქნება ორი კონსილიუმის შერწყმა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ეს როგორ მოხერხდება”. – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.