“სააკაშვილი უბრალოდ წინააღმდეგობას უწევდა და იმის გამო, იძულებული იყვნენ, ამ ფორმით შეეყვანათ საკანში.

ეს კადრები მოთხოვნილი იყო, პირველ რიგში თქვენი მხრიდან, ჟურნალისტების მხრიდან, შესაბამისად შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა ეს კადრები. თუ რამე სხვა კითხვები გაქვთ, მე არ მაქვს შესაძლებლობა პოლემიკაში შემოვიდე თქვენთან. მიმართეთ შესაბამის უწყებას და ისინი გაგცემენ შესაბამის პასუხს”

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ კადრებზე.