სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინა გვიშოვა, ჭერი აარღვია! – გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კორონავირუსის ვაქცინები უშოვა.

“სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ჰქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია.

აი ეგრე. წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა”,– წერს გვარამია Facebook–ზე.

სააკაშვილმა ცოტახნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიმართონ მალტას და ვაქცინის ნაწილი უსასყიდლოდ მიიღონ.