სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა, ვაიმე მიშველეთ, ვაიმე ცუდად ვარო, ეს ყველასთვის არასერიოზულია – მეგრელიშვილი

სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა, ვაიმე მიშველეთ, ვაიმე ცუდად ვარო, ეს ყველასთვის არასერიოზულია – ამის შესახებ, პარტია გირჩის დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა Palitranews-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილი თუ თავისით არ ჭამს, თუ მას ყველანაირი სერვისი მიეწოდება, თუ “ქართულ ოცნებას” შეუძლია დაადასტუროს, რომ თვითონ არაფერს უშავებს, მაშინ რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს “ქართულ ოცნებას”, სააკაშვილს რაც არ უნდა დაემართოს? არაფერი.

მით უმეტეს, იმ ისტორიის გათვალისწინებით, რომ მილიონჯერ იტყუებოდა თავად სააკაშვილი და მისი გუნდი. ის კლოუნადა, რომ ვითომ ჭამდა და ვითომ არ ჭამდა, ვითომ ამდენი დღე შიმშილობდა და მერამდენედ იშიმშილა და ა.შ. ძალიან სასაცილოა, ეს ყველაფერი ტყუილი იყო.

სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა, რომ ვაიმე მიშველეთ, ვაიმე ცუდად ვარ, მისი ფანკლუბის გარდა, ეს ყველასთვის არასერიოზულია,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.