სააკაშვილმა N18 დაწესებულებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს – ბრეგაძე

“სააკაშვილმა N18 დაწესებულებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს “- ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

”როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ახალ, N18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს, ისინი 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ამ თანამშრომლების შეურაცხყოფის უფლებას, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ მივცემთ უფლებას, ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში  საკუთარ ოჯახსაც ვერ ნახულობენ.” – განაცხადა ბრეგაძემ.