სააკაშვილს არ ვეთანხმები,საქართველოს სჭირდება ჰესები რომ განვითარდეს – რომან გოცირიძე

“საქართველოს სჭირდება ჰესები იმის გამო, რომ განვითარდეს “- ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე არ ეთანხმება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ჰესებთან დაკავშირებით. რომან გოცირიძე სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ენერგოდამოუკიდებელი ჰესების გარეშეც.

“ჰესების ერთ-ერთი კონტექსტი იყო, რომ მოდი, სახელმწიფომ ააშენოს, მაგრამ რას ნიშნავს, იცით, სახელმწიფომ ააშენოს და უცხოურმა ინვესტრომა არ ააშენოს, თუ უფრო დავკონკრეტდებით, “მუსლიმმა ინვესტორმა არ ააშენოს” და უფრო თუ დავკონკრეტდებით “თურქმა ინვესტორმა არ ააშენოს” — ყველანაირად მავნებლურია ეს თეზისი. ამიტომ ამ მოძრაობას, ერთი მხრივ, ვუთანაგრძნობ და ასე ვთქვათ, სწორი არის როდესაც ამხელენ ხელისუფლების არასწორ ქმედებას, კორუფციულ ინტერესებს ამ პროექტში, არასაჯაროობას და არასათანადო მომზადებას ასეთი დიდი პროექტებისა, მაგრამ მეორე მხრივ, ვერასდროს ვერ დავუჭერ ისეთ ლოზუნგს მხარს, როგორიცაა “არა ჰესებს”. არა ჰესებს ნიშნავს, არა საქართველოს განვითარებას. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენ მეტი არაფერი არა გვაქვს”, -განაცხადა გოცირიძემ.