სააკაშვილს დაწყებული აქვს პროდუქტების მიღება, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე – პენიტენციურის ხელმძღვანელი

“სააკაშვილს დაწყებული აქვს პროდუქტების მიღება, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე” –  ამის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

“დაახლოებით, ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის, თაფლზე შემიძლია ვთქვა, და ასევე, ნატურალური წვენის, რაც, ფაქტობრივად, ცხადყოფს იმას, რომ, ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე”. – ამბობს ნიკა ცხვარაშვილი