სააკაშვილს დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით,  საკააშვილოს გარდა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან რიტორიკა შეცვლილია.
ელისაშვილის აზრით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტა ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს.

“ყველაზე რადიკალები ვინც იყვნენ, ისინიც კი გაცილებით მშვიდად და საქმიანად საუბრობენ. როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც შარლ მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა.

ერთადერთია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა. კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასე ჩანს და ეს კარგია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.