სააკაშვილს კიდურების შეშუპება აქვს, უჭირს გადაადგილება – ადვოკატები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს კიდურების შეშუპება აქვს, ასევე, უჭირს საუბარი.

“უკვე შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგებს თვალნათლივ ვხედავთ. პრობლემები აქვს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ასევე, მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა. ასევე, მისი საუბრის მოტორიკა მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა. მიშას არის ძალიან მხნედ, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას კიდევ უფრო გამოიწვევს”,- თქვა ბასილაიამ ციხის დატოვების შემდეგ.

მისივე ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი ითხოვს, მისმა პირადმა ექიმმა ციხეში შესვლა ყოველდღე შეძლოს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში მე-12 დღეა შიმშილობს.