სააკაშვილს ხელები უკანკალებს, კალიუმის ნაკლებობით არის გამოწვეული – ექიმი

ნერვოლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელები უკანკალებს, რაც სავარაუდოდ კალიუმის ნაკლებობით არის გამოწვეული.

“ნერვოლოგიური გართულებაა, რომელიც მოსალოდნელი იყო. ემთხვევა მის წინა ლაბორატორიის გაუარესების შედეგებს, ალბათ გაუარესებულია. გარდა ხელების ტრემორისა, არის კიდევ სხვა ნიშნები, რომელიც ადვოკატებმა თქვეს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოწვეული კალიუმის ნაკლებობით, რომელიც შეიძლება სიკვდილთ დასრულდეს”,- ამბობს ექიმი.

ის ითხოვს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.