საარჩევნო პროცესში არსებული ნაკლოვანებები უნდა აღმოიფხვრას – მიხაელ ზიბერტი საპარლამენტო არჩევნებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხთა რწმუნებული მიხაელ ზიბერტი თავის ტვიტერზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება:

„საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ველოდებით, რომ მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იქნება. საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით უნდა გამოსწორდეს,“ – წერს გერმანელი დიპლომატი.