საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე განიხილავენ საკითხებს, რომელზეც მომუშავე მხარეებმა მსჯელობა უნდა განაგრძონ. შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

ერთ-ერთი საკითხი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე უნდა განიხილონ, ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლას ეხება. “ოცნება” ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება, ოპოზიცია კი აცხადებს,  რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება.