საარჩევნო უბნების დაახლოებით 1/4 -ის შედეგები ხარვეზიანია – NGO-ები ISFED–ზე

” საარჩევნო უბნების დაახლოებით 1/4 -ის შედეგები ხარვეზიანია “- არასამთავრობო ორგანიზაციები ISFED–ის საბოლოო დასკვნას ეხმაურებიან.

“შეიძლება პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვა იყოს, მაგრამ საერთო მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ის არჩევნების საბოლოო შედეგებზე ახდენს გავლენას. ვაკვირდებოდით წინასაარჩევნო პერიოდსაც , მიდიოდა ამომრჩევლის მოსყიდვა, არ იყო თავისუფალი გარემო, არჩევნები არ იყო სამართლიანი”– ამბობს “სამოქალაქო პლატფორმა 20/20″–ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე

სამოქალაქო პლატფორმა 20/20–ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ შეისწავლეს 3657 უბნის, შემაჯამებელი ოქმი და 25%–ში გამოიკვეთა ხარვეზი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა უბნის – 1/4 არასწორად არის დათვლილი.

“ყველაზე თვალშისაცემი დარღვევა, 2020 წლის არჩევნების, იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, რის გამოც უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით შესწორებების ოქმები გაფორმდა” – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი