საბერძნეთი უკრაინას 40 BMP-1-ს გადასცემს და სანაცვლოდ 40 გერმანულ Marder-ს მიიღებს

საბერძნეთი უკრაინას 40 საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანას, BMP-1-ს გადასცემს. შესაბამისჯ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოლაოს პანაიოტოპულოსი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი შეთანხმდნენ, რუსული აგრესიისგან უკრაინის გაბედული თავდაცვის მხარდასაჭერად, საბერძნეთი უკრაინას 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP 1-ს გადასცემს”, – ნათქვამია განცხადებაში.