საბერძნეთში ცოლ-შვილის თვალწინ 41 წლის ქართველი მოკლეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენის გარეუბანში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც კაცი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ ბრუნდებოდა.

ჩვენებების მიხედვით, 4-5 გასროლის ხმა გაისმა, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში კი 3 ტყვია იპოვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს – ეძებენ კაცს, რომელიც ტაქსიარხონის ქუჩაზე ქვეითად გადაადგილდებოდა და შავი ტანსაცმელი ეცვა.