საბჭოთა კავშირშიც ასეთი არჩევნები იყო, ერთი კანდიდატით- კანდელაკი

” საბჭოთა კავშირშიც ასეთი არჩევნები იყო, ერთი კანდიდატით”- ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საპარლამენტო არჩევნების მეორე  ტურს.

“ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაა, არ მივცეთ ლეგიტიმაცია ამ ფარსს. შესაბამისად, ამ მეორე ტურებსს, ამ ფარსს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. საბჭოთა კავშირში არჩევნები იყო სწორედ ასეთი, როცა იყო ფაქტობრივად მხოლოდ 1 კანდიდატი კომუნისტური პარტიიდან. სხვათა შორის, არ არის შემთხვევით, რომ კომუნისტური პარტიის ბევრი “მოღვაწე” დღეს ქართულ ოცნებაშია“. – თქვა მან.