საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დავით ფურცხვანიძის სახლის ჩხრეკენ

დავით ფურცხვანიძის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ფურცხვანიძემ მიაწოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები.

დავით ფურცხვანიძემგანაცხადა, რომ ფოტომასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს. მისივე განმარტებით, ის ანალიტიკურ სააგენტოს ფლობს და „დიდ საქმეს“ იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.