საგარეჯოში და ყვარელში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოცვივდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდა.

შსს–ს ცნობით, ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება დღეს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შევიდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.” – წერია შსს-ს განცხადებაში