სად გაიკეთეს ქართველმა მილიონერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

სად გაიკეთეს ქართველმა მილიონერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა –  ამის შესახებ, სიუჟეტს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო და ვიდეო მასალები, რომლის მიხედვითაც დუბაიში ვანო ჩხარტიშვილის და ბიზნესმენ ფხაკაძის ოჯახის წევრები ვაქცინაციას იტარებენ.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით,  სუბაიში ვაქცინაციისთვის სქემა ასეთია : ქართველები დუბაიში ერთთვიან ტურს იღებენ, იმისათვის რომ რევაქცინაციაც მოასწრონ. აცრა უკვე გაიკეთა ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძის იგივე “რიჟას” ოჯახმაც, ჩხარტიშვილები კი მეორე ვაქცინის გაკეთებას ელოდებიან.