“სად იწერება გორბის კვლევები“–ლაშა ნაცვლიშვილი და გორბის დირექტორი სამოქალაქო აქტივისტებმა რესტორანში ერთად დააფიქსირეს

მოძრაობა “გხედავ“ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქართული ოცნების პიარტექნოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი და კომპანია გორბის ხელმძღვანელი, მერაბ ფაჩულია რესტორანში ერთად სადილობენ. “სად იწერება გორბის კვლევები“– ასეთია წარწერა ფოტოზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა გორბის კვლევები, რომლის მიხედვით კითხვაზე, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას – გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემდა, 12% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% – „პატრიოტთა ალიანსს“, 4% – „ლეიბორისტულ პარტიას”, 4% – „ლელოს”, 3% – „ევროპულ საქართველოს“, დანარჩენი პროცენტები კი სხვა პარტიებზე ნაწილდება.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.