“ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, არ ვიცი, სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი, ეს არის ჩველებრივი სექტა, რაც გულდასაწყვეტია. გარკვეული წლები დაჭირდება, რომ ადამიანები გამოვიყვანოთ… ის მხარდამჭერებიც გულწრფელად მეცოდებიან, რომ ამ ვითარებაში იმყოფებიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რომ ერი გავაერთიანოთ. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, შევძლოთ, მათი დაბრუნება საზოგადოებაში.

ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, ვერც მელიები, ვერც გვარამიები და ვერც მეგის ქარდავები”

განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ იმედის ეთერში.