სად წაიღეს ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიურომდე.კამერების ჩანაწერები

სად წაიღეს სახლიდან პოლიციის მიერ გარდაცვალების დილას გატაცებული  ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი?  მთავარმა არხმა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები მოიპოვა, საიდანაც ჩანს რომ, შესაძლოა, პოლიციის მანქანამ ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად გვამი სულ სხვა მისამართზე გადაიტანა.

ეს ეჭვი პირველივე დღეს გაჩნდა, როდესაც ლექსოს სახლიდან გამოსული მანქანა ექსპერტიზის ბიუროსთან ერთი საათისა და თხუთმეტი წუთის შემდეგ მივიდა. ამდენი დრო მას არანაირად არ უნდა დასჭირვებოდა. თანაც, გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში წერია, რომ ბიურომდე ცხედრის მიტანას თურმე მხოლოდ ოცი წუთი დასჭირდა. მაშინ რანაირად დააფიქსირა კამერებმა ბიუროში ავტომობილის შესვლა ერთი საათით გვიან, რაც ყველამ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვნახეთ?

მთავარი არხის მცდელობის მიუხედავად, დასმული კითხვებისა თუ გაგზავნილი წერილების მიუხედავად, არანაირი განმარტება ამ შეუსაბამობის ასახსნელად ოფიციალურმა სტრუქტურებმა გასცეს.

მთავარმა მოიპოვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ იმ მომენტში, როდესაც, გამოძიების მიხედვით, ლექსოს ცხედარი უკვე ბიუროში ასვენია, რეალურად პოლიციის ავტომობილი ტრასაზეა და, უფრო მეტიც – საერთოდ არ უხვევს ექსპერტიზის ბიუროსკენ და მიდის გლდანის ხიდებისკენ.