საერთაშორისო მაგისტრალური ინტერნეტ–პროვაიდერი, Cogent რუსეთს მისი ქსელიდან გათიშავს

მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერი, ვაშინგტონური კომპანია Cogent რუს კლიენტებთან თანამშრომლობას შეწყვეტს.

ეს არის კავშირის საერთაშორისო მაგისტრალური ოპერატორი. ზოგიერთი შეფასებით, ამ კომპანიაზე მოდის მსოფლიო ინეტრნეტ–ტრაფიკის მეოთხედი. მის რუს კლიენტებს შორის არის უმსხვილესი რუსული პროვაიდერი “როსტელკომი“. კომერსანტის მონაცემებით, კომპანიასთან ასევე მუშაობენ ვიმპელკომი, მეგაფონი, იანდექსი.

როსტელკომში სააგენტო ტასს უთხრეს, რომ კომპანიის მთელი ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით ნორმალურად მუშაობს.