საერთაშორისო მხარდაჭერა გაზრდილია, დარწმუნდებით მომდევნო დღეებში – ნიკა მელია

“საერთაშორისო მხარდაჭერა გაზრდილია, დარწმუნდებით მომდევნო დღეებში”- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდოამრემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ 8 ნოემბერს მშვიდობიანმა პროტესტმა საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვითან დაკავშირებით ასევე მიმდინარე პროცესისადმი.

”ხვალ 13:00 საათზე გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პირველად და წესით და რიგით უნდა გამოცხადდეს, უნდა გადმოიყვანონ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზში, მაგრამ იმ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. თუ არაფერი არ შეიცვლება, აქციების შემდეგ ყველა, რა თქმა უნდა, გადავალთ დიღომში და დამატებითი ადამიანები შემოგვიერთდებიან. იქაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, მაგრამ ძალიან მშვიდად. და ერთს ვიტყვი, გუშინდელმა ჩვენმა სიმშვიდემ, გუშინდელმა თქვენმა სიბრძნემ მოგვიტანა ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დრამატულადაა გაზრდილი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისადმი, ამ პროცესისადმი და ზოგადად, ამ საპროტესტო მოძრაობას ლეგიტიმაცია უფრო გაუზარდა. ამასაც შემთხვევით არ გეტყოდით და ამაშიც დარწმუნდებით მომდევნო დღეებში.” – განაცხადა ნიკა მელიამ.