“საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება – საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს.

ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ, მთავარია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას”

თქვა კახი კალაძემ ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე.