სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ქარელში 2 ადამიანი გარდაიცვალა

ქარელში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მუშები იყვნენ, რომლებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ჩადენილს ორი ან მეტი პირის მიმართ.