სავარაუდოდ, ირანი რუსეთს შეიარაღებას საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით აწვდის – ბატიაშვილი Terror Alarm-ის მონაცემებს აქვეყნებს

ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი  აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის ათობით სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში. ზურა ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ გზით აწვდის ირანი რუსეთს შეიარაღებას, რომელსაც ის შემდეგ უკრაინაში იყენებს.

“ეს პოსტი შეინახეთ და როცა ზოგიერთები იკითხავენ, რატომ დაგვასანქცირესო, სახეზე ააფარეთ.
Terror Alarm-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ათობით ირანის IRGC-ის (ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსი, რომელიც აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი) კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.
ბოლო მათგანი იყო 4 სექტემბერს გაურკვეველი დანიშნულებით. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ირანი სწორედ ამ გზით აწვდის შეიარაღებას რუსეთს, რომელსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
კარგად დააკვირდით ამ რუკას. აზერბაიჯანმა არ მისცა მათ საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება, ხოლო საქართველომ – მისცა. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.
წყარო: https://twitter.com/…/status/1567786698112745473/photo/1” – წერს ბატიაშვილი.